მთავარისიახლეებისაზოგადოება2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი იწყება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი იწყება

Published on

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებს. მედიის მონიტორინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი განახორციელებენ. იანოშ ჰერმანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა, სადაც მედიამონიტორინგის დასაწყისი დააანონსა.„ევროკავშირს დიდი ხანია აქვს ვალდებულება, გაუწიოს მედიას მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ საკმაოდ კარგი რესურსი გაგვაჩნია, 2016 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი არჩევნები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ტარდება. ვაფასებთ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების, რეფორმების გატარებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და მედიის თავისუფლებაზე მუშაობის კუთხით. არჩევნების პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გვინდა ვნახოთ, რამდენად მყარია გატარებული რეფორმები. ზოგი ამბობს, არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია დემოკრატიის განვითარების დონის შესამოწმებლად, სავსებით ლოგიკურია გვქონდეს მკაფიო სურათი თუ როგორ მუშაობს მედია არჩევნების პერიოდში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ და ხარისხიან მედიას,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მედია გაშუქებისას მთავარი პრინციპი სამართლიანი მოპყრობის პრინციპი და ჯეროვანი სიზუსტის დაცვაა. მისი თქმით, მედიასაშუალებებმა ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენონ.

 
რუსთავი2.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...