მთავარისიახლეებიკონფლიქტებისუს –ის რეაქციას ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე მწვავე კრიტიკა მოყვა

სუს –ის რეაქციას ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე მწვავე კრიტიკა მოყვა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  საოკუპაციო ხაზთან  დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას",- წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაქციას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი, რომელმაც ამ საკითხზე  ,,ტაბულას'' ეთერში, გადაცემა ,,თეორემაში'' ისაუბრა.

"საერთოდ არსად მინახავს, სპეცსამსახურს ასეთი ფაქტი დაეგმო. სპეცსამსახურის ამოცანაა პრევენცია, რეაგირება, მოქმედება, დანაშაულის გამოვლენა, საქმის კეთება და არა გმობა. გმობით ყველა გმობს. საზოგადოება გმობს მით უმეტეს ისეთ დანაშაულს, რომელსაც სჩადის ოკუპანტი. ეს განგრძობადი პრობლემაა. სპეცსამსახური, ძლიერი პოლიცია, სახელმწიფო სამსახურები არ უშვებს ასეთ მოქმედებას. ყურადღებით არის დროებით ადმინისტრაციულ ზოლზე და მოქმედებს, იცავს თავის მოსახლეობას, არის შესაბამისად აღჭურვილი, შესაბამისად გაწვრთნილი. ხელმძღვანელობის დონეზე გვაქვს პრობლემები. ამიტომ ხდება ასე ხშირად ასეთი დანაშაულები და გატაცებები. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვა ძალიან სუსტი რეაქციაა საქართველოს მხრიდან, იდეაფიქსია, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი",-განაცხადა  გოკა გაბაშვილმა.

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...