მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალები

Published on

ირკვევა ხურჩა – ნაბაკევის საზღვარზე მცირე ხნის წინათ მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები . მოკლული  გიგა ოთხოზორია გალის მკვიდრია, იგი ახლობლებთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა და მებაჟეებმა მაშინ შეაჩერეს, როცა ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ. გიგა ოთხოზორიამ სცადა გამოსარჩლებოდა მათ, ვისაც საზღვარზე გადასვლაში პრობლემები შეუქმნეს არასათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების  გამო, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა. აფხაზმა მებაჟე რაშიდ კანჯი– ოღლიმ, რომელიც ტყვარჩელის მკვიდრია,  იქვე მდგარ სასაუზმეში გაიყვანა ქართველი ახალგაზრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ვრცელდება სხვა ვერსიაც – გიგა ოთხოზორია ზუგდიდინ ახლობლის ქელეხისთვის გზავნიდა რაღაცას გალში მცხოვრები ნათესავებისათვის. საზღვარზე არც გადასულა – საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზევე, ხურჩის  კაფესთან ესროლა და მოკლა ნაბაკევიდან გადმოსულმა ,,მესაზღვრემ" .

ამ დროისათვის  მოკლულის ცხედარი  ექსპერტიზისათვის ქუთაისშია გადასვენებული. იქ უკვე გაემგზავრნენ მისი ახლობლები, რომელნიც მის გადმოსვენებას ზუგდიდში დღეს გვიან ღამით გეგმავენ. გიგა ოთხოზორია 1985 წელს იყო  დაბადებული,  ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ჰყავს შვილები. 

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...