მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოხატვის უფლება ქართულად: თბილისში დაკავებულია 10 ლგბტ პირი, დაკავებისას ადგილი ჰქონდა უხეშ...

გამოხატვის უფლება ქართულად: თბილისში დაკავებულია 10 ლგბტ პირი, დაკავებისას ადგილი ჰქონდა უხეშ მოპყრობას

Published on

სამართალდამცავებმა თბილისში  10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს.  მათი  ნაწილი საპატრიარქოს შენობის ღობის კედელზე, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე წარწერების – „სიყვარული თანასწორია” გაკეთების დროს დააკავეს. 

„ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის  განცხადებით,  დაკავებისას ადგილი ჰქონდა უხეშ მოპყრობას. მისივე ცნობით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლგბტ აქტივისტები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატებისა და სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობების ფასადებზე, ღობეებზე და ა.შ. სამართალდარღვევა პირველ ჯერზე 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ასევე ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, რაც იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

დღეს, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მანამდე ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღარ მოაწყონ დაგეგმილი შეკრება, რადგან   ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოდ შეკრების გარანტია.

 

 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...