მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დააკისრა

Published on

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 7 წლის წინ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იყო სისტემური ხასიათის და მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დაეკისრა. კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოლაპარაკებების გზით 12 თვის ვადაში.

"რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვეციის ექვსი მუხლი დაარღვია. კერძოდ, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი",-ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა. საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...