მთავარისიახლეებიპოლიტიკაარეულობა საკრებულოში - ,,ნარმანიას ისე დავაშინებთ, რომ ქალაქიდან გაიქცეს“

არეულობა საკრებულოში – ,,ნარმანიას ისე დავაშინებთ, რომ ქალაქიდან გაიქცეს“

Published on

 თბილისის საკრებულოში ქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. 
”მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს – გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი – ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა… – განაცხადა მან თავისი გამოსვლის დასაწყისში. დავით ნარმანიამ ამ ხმამაღალი განცხადების მიუხედავად ვერ დაიზღვია თავი მისი მუშაობით უკმაყოფილო საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტისაგან. 

საკრებულოს ცენტრალურ შესასვლელთან დილიდანვე შეკრებილმა „პარტიზანმა მებაღეებმა “  საკრებულოს სხდომაზე შესვლის კანონიერი უფლების გამოყენება სცადეს, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე კაცი შეუშვეს: „ჩვენი მეგობრები შევიდნენ, მე არ შემიშვეს. ჩვენი მოთხოვნები იგივეა. ნარმანიას ისე დავაშინებთ, რომ ქალაქიდან გაიქცეს“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.  
აქციის მონაწილეებმა დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად სხდომათა დარბაზში შესვლა სცადეს. მათ გამოჩენას და განსაკუთრებვით პლაკატებს დარბაზში არეულობა მოჰყვა,  რის გამოც თბილის მერი იძულებული გახდა ანგარიში შეეწყვიტა.საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, თუმცა  მათ  შორის სიტყვიერ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა დერეფნებში გაგრძელდა. 

დაპირისპირება აქამდე გრძელდება, რაც შეეხება თავად სხდომას, იგი რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...