მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ანა წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს [Video]

Published on

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის მთავარი თემა ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები იყო. საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის მტკიცებით, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მერის მოადგილე კობა ჯიქია, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ტენდერებში, კორუფციული გარიგების გზით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხებს ითვისებენ. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ძირითადად ისეთი კომპანიები იგებენ, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებთან მეგობრობა ან ნათესაური კავშირი გააჩნიათ. ანა წითლიძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ტენდერების კორუფციული სქემა:

„ინდ. მეწარმე ელდარ ფიფია (მეტსახელად არწივა)- ზუგდიდის საკრებულოს წევრის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიას მამა. მისი კომპანიონი სოსო თოდუა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას მამა. ინდ. მეწარმე სოსო გოგოხია – ელდარ ფიფიას პარტნიორი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

შპს ზუგდიდმშენსერვისი,- ზუგდიდის მერის მოადგილის ( ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მისი მეჯვარეა) კობა ჯიქიას სიმამარი თემურ ჯანაშიასია. მთავარი ინჟინერი არის ბესიკ თოდუა – არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას მამა.

შპს აკაენერჯი – კახაბერ აზიკური (კახა კალაძესთან დაკავშირებული კომპანიაა) ვიცე მერი გულორდავა ლობირებს ჩამოყვანას. შპს ჯორჯიან სტოუნი (ბათუმი, ქობულეთი) ამ კომპანიის წარმომადგენელი ზუგდიდიში არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია, შპს ლეგი მისი პარტნიორი ორგანიზაციაა.

შპს გილანი XXI – ავთანდილ წირღვავა, ლექსო წირღვავა. ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას ლობირების ქვეშ. (გარდა ამისა ერთ პირთან მოლაპარკებით ამ კომპანიას მიეცა ყინულის სახლის 850 ათასი და სპორტის სასახლის გადახურვის 250 ათასი). შპს გზამშენი და ქვეკონტრაქტორი ამი 2014 – ე.წ. ქვაფენილების საქმე – ზუგდიდის ვიცე მერის გია გულორდავას ლობირებით. შპს რეზი 10 არჩილ ხუბუნია – ვიცე მერი გულორდავას ლობირებით. შპს კავკასენერგო – ვიცე მერი გულორდავას ჩამოყვას“- აცხადებს საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ იმ უწყებებს დავუკავშირდით, რომლებიც ანა წითლიძის მიერ კორუფციულ სქემაშია ნახსენები. ქალაქ ზუგდიდის მერიაში, საკრებულოში და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ "აბსურდულ ბრალდებებთან დაკავშირებით" კომენტარს არ აკეთებენ. 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...