მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდოროთე დბარის საეკლესიო კრება აცხადებს, რომ აფხაზები არასოდეს თვლიდნენ თავს ქართული...

დოროთე დბარის საეკლესიო კრება აცხადებს, რომ აფხაზები არასოდეს თვლიდნენ თავს ქართული ეკლესიის ნაწილად

Published on

 

15 მაისს ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში  ე.წ. «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიამ “ , რომელსაც  ,,არქიმანდრიტი" დოროთე დბარი ხელმძღვანელობს,  რიგით მეორე საეკლესიო–სახალხო კრება  გამართა.  

კრებაზე  განხილულ იქნა ე. წ. აფხაზური ეკლესიის წიაღში მრავალი წლის მანძილზე მიმდინარე დაპირისპირება ძირითადი პრობლემის – აფხაზეთის ავტოკეფალიური ეკლესიის აღდგენის – შესაძლო გზების ხედვის გარშემო  .

ჩვენი მიზანია მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტიტუტის ადღდგენა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და  შემდგომში მისი აღიარება მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მიერ – აცხადებენ კრების ორგანიზატორები. კრებამ თხოვნით  მიმართა  სრულიად მართლმადიდებელთა კრებას და მის თავმჯდომარეს, მსოფლიო პატრიაქ  ბართლომე ! – ს  ხელი შეუწყოს აფხაზეთის მართლმადიდებელი თემის განსაზღვრას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის  ძალისხმევით   არაკანონიკურ სიტუაციაში მოქცეული აფხაზი მორწმუნეების პრობლემის განხილვას ეკლესიათაშორის დონეზე.

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ ,,აფხაზები არასოდეს თვლიდნენ თავს ქართული ეთნოსისა და ქართული ეკლესიის ნაწილად. 1918 წელს აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იერ იქნა ოკუპირებული. ამავე დროს სოხუმში გამოგზავნილ იქნა რუსეთის ეკლესიიდან განდგომილი თვითგამოცხადებული საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტი, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორია საკუთარ კანონიკურ იურისდიქციაში მოაქცია.  1990 წელს მსოფლიო პატრიარქმა, რომელსაც არ ჰქოდა სათანადო ინფორმაცია და ყველა პოლიტიკური ასპექტის გათვალისწინების საშუალება, საქართველოს საპატრიარქოს მიანიჭა ის საზღვრები, რაც მას 1943 წელს განუსაზღვრეს ქართულიმა და რუსულმა ეკლესიებმა  აფხაზთა აზრის უგულვებელყოფით – ასე დარჩა ფახაზური ეკლესია ყოფილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში.''

,, აფხაზეთის მართლმადიდებლური თემი არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და იბრძვის ავტოკეფალიის მიღებისათვის , ამას მოწმობს 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვა, როცა 70 ათასმა ადამიანმა გამოთქვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის სურვილი – ნათქვამია მიმართვაში. 

 

 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...