მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული სავარაუდოდ განსაზღვრულია

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული სავარაუდოდ განსაზღვრულია

Published on

დღეს საღამოს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მუსაობა დაიწყო  პოლიტსაბჭოს კრებამ , რომელმაც საარჩევნო სიებზე უნდა იმსჯელოს. საბოლოო სიის ფორმირება დღეს დასრულდება, განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტიის წარმომადგენლებმა კრების დაწყებამდე დაადასტურეს, რომ პარტიაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა არ დაუკონკჯრეტებიათ ვინ არიან ისინი,    

"სიის პრეზენტაცია, მათ შორის ახალი სახეების, ამ დღეებში აუცილებლად გვექნება. ისინი თქვენს წინაშე თავად წარსდგებიან და პირადად მოგახსენებენ საკუთარი შესაძლებლობების კომპეტენციას და წარსულის თაობაზე. მათ შორის იქნებიან ცნობილი სახეები. სიის სათავეში იქნება დავით ბაქრაძე,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ოფიციალური სია, სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. თუმცა    რუსთავი 2 – მა ღამის საინფორმაციო გამოშვებაში  უკვე გაახმოვანა მის მიერ ექსკლუზიურად მნოპოვებული ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი სავარაუდო ათეული, რომელთა შორის  მოქმედი პარლამენტარი მხოლოდ ორია. 

პირველი ათეულის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია – საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ; 3. რომან გოცირიძე – რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა და ახლა  ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას  ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი''; 4. ნიკა მელია – თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 5. გიორგი ტუღუში – არასამთავრობო ორგანიზაცია ,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი; 6. ოთო კახიძე – ადვოკატი, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა; 7. სალომე სამადაშვილი – საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში; 8. ირაკლი აბესაძე – თბილისის საკრებულოს წევრი და ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი; 9. სერგი კაპანაძე – საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი და 10. სერგო რატიანი. 

თავად რუსთავი – 2 არ გამორიცხავს, რომ ეს სია საბოლოო არ არის და უცვლელი დარჩება. ამ მომენტში პოლიტსაბჭო სიის მეორე ათეულის დაკომპლექტებაზე მუშაობს.  

 

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...