მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' ყრილობისთვის პარტნიორი პარტიის ლიდერებმა ვერ მოიცალეს

,,ქართული ოცნების” ყრილობისთვის პარტნიორი პარტიის ლიდერებმა ვერ მოიცალეს

Published on

პარლამენტის  ქართული ოცნების ყრილობა დღეს ისე დამთავრდა, რომ მის მონაწილეთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამოჩენილა, თუმცა მას ორგანიზატორებმა, პრეზიდენტისგან განსხვავებით,  ნამდვილად გაუგზავნეს მოსაწვევი. როგორც აღმოჩნდა, უსუფაშვილს  ბათუმში ჰქონდა საქმე და ყრილობაზე დასწრებისთვის ვერ მოიცალა, თუმცა ამისი არავის სჯერა. 

მოუცლელი აღმოჩნდა  თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც , იგი ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში. დარბაზში არ გამოჩენილან სხვა რესპუბლიკელებიც,  ამ უხერხულ მომენტს ვერ ანეიტრალებს ყრილობაზე პაატა ზაქარეიშვილისა და გიგლა აგულაშვილის ყოფნა, რადგან ისინი მიწვეული იყვნენ მინისტრების რანგში და არა როგორც რესპუბლიკელთა პარტიის დელეგატები.  ყრილობის ორგანიზატორები არც კი ცდილობენ, სერიოზული ახსნა მისცენ ამ ფაქტს, ,,არ ეცალა. ბათუმში აქვს საქმე, არ ვიცი, ხიდაშელს არ დავლაპარაკებივარ'' – სხვა სიტყვები მათ ლექსიკონში აღარ იძებნება,  როგორც დაშლილი გუნდის წევრები საბოლოოდ შეეშვნენ შიდაკოალოციური თანხმობის ილუზიების შექმნას 

საყურადღებოა , რომ ყრილობას ასევე არ ესწრებოდა უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურიც, დეპუტატის განმარტებით, ყრილობაზე დაუსწრებლობა დემარშის ხასიათს არ ატარებდა. 

”არ მინდოდა რაღაც დისონანსი შემეტანა ყრილობის მუშაობაში, გამომდინარე იქედან, რომ კითხვები დაისმებოდა ყველა მხრიდან და ალბათ, ბოლომდე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ყრილობას ჰქონდა თავისი მიზნები. რაც მთავარია, ბატონ ბიძინასთან მქონდა კონსულტაციები – შევხვდით პირისპირ და ყველაფერი ეს იყო აბსოლუტურად მისაღები მისთვის.  აღნიშნა დეპუტატმა. 

 

სიახლეები

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...