,,სამშობლო არ იყიდება!” – ვნებათაღელვა აფხაზეთში უცხოელთათვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხის გარშემო

0
459

აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  პარლამენტის სპეციალური დადგენილებით გუშინ ვადა გაუგრძელდა უცხოელთათვის უძრავი ქონების მიწის მიყიდვაზე დადებულ აკრძალვას. ეს უკვე , როგორც ჩანს, დიდი ხნით იქნება – აკრძალვა მოიხსნება მხოლოდ რიგი საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ, რასაც წლები დასჭირდება. –   ამ დოკუმენტების ნუსხა საკმაოდ ვრცელია, ხოლო მათი დიდი ნაწილის შემუშავება ჯერაც არ დაწყებულა. კერძოდ, იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანო აფხაზთათვის ესოდენ მტკივნეულ საკითხს დაუბრუნდეს, აუცილებელია მიღებულ იქნას საბინაო, ქალაქმშენებლობისა და მშენელობის კოდექსები. გარდა ამისა, უნდა დასრულდეს მუშაობა ტერიტორიულ დაგეგმარებაზე, დაჩქარდეს მიწის  კადასტრის შექმნა, ჩატარდეს საბინაო ფონდის ინვენტარიზაცია.   ეს ამოცანა  კი იმდენად  რთული დასაძლევია, რომ არათუ  ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც სოციალურ ქსელებში იანგარიშეს,  ბარე ორი მოწვევის პარლამენტისა და მთავრობის ათეულობით შემადგენლობის შეცვლის შემდეგაც შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს.

ამრიგად , გამარჯვება პირველ რიგში შეიძლება იზეიმოს პარტია ,,აინარმა“, რომელმაც წარმატებით შეასრულა ცერბერის როლი აფხაზეთის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე – წერს აფხაზური მედია.  მართალია მისმა წინადადებამ მიღებულიყო სპეციალური კანონი უცხოელთათვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის შესახებ პარლამენტიში ვერ დააგროვა ხმათა აუცილებელი რაოდენობა, მაგრამ  სწორედ ამ უკუგდებული კანონპროექტის არსებითი ნაწილი დაედო საფუძვლად პარლამენტის გადაწყვეტილებას აკრზალვის ვადის გახანგრძლივების შესახებ.  ამგვარ საკანიონმდებლო კულბიტს თავისი ახსნა აქვს – პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დარტყმა მიაყენა რაულ ხაჯიომბას , რადგან მორატორიუმის კანონის სახით მიღების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საბოლოო სიტყვა ხაჯიმბას რჩებოდა, რაც ყველა შემთხვევაში ქმნიდა მოვლენათა საშიში მიმართლებით განვითარების პირობებს.

 მოაწერდა ხელს რაულ ხაჯიმბა კანონს  –  პრეზიდენტის სასახლეს ეგრევე მოაწყდებოდა გავეშებული  ხალხი  ლოზუნგით ,,სამშობლო გაგვიყიდეს!“ და აგორდებოდა მოზრაობა ,,გამყიდველ ხელისუფლებაზე“ შურისძიების მიზნით.

დაადებდა ვეტოს – მიიღებდა მოსკოვის განრისხებულ რეაქციას: მაღალი რანგის პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს თავს დააატყდებოდა ბრალდებები  რუსეთის მიმართ არამეგობრულ მოქმედებაში , ხოლო ხალხს – საყვედურები უმადურობისათვის. და როგორც შედეგი ამას მოყვებოდა ხალხის შეკრება და აყალ-მაყალი პრეზიდენტის სასახლესთან ოღონდ ახლა არა სამშობლოსადმი მოჭარბებული სიყვარულის, არამედ ცარიელი მაცივრების გამო.

იმაზე, თუ რამდენად პოლიტიზებულია და ფეთქებადსაშიში უცხოელთათვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი,  მკაფიოდ მეტყველებს მისი გამხილვის პროცესი პარლამენტსა და მის კედლებს მიღმა. ყველაფერი დაიწყო პარტია ,,ედინაია აბხაზიას“ ლიდერისა და აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატის  სერგეი შამბას საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის თანახმად, უცხოეთის (პირველ რიგში, რუსეთის) მოქალაქეებს უკანონდებოდათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება. მისი მოტივაცია საკმაოდ მარტივი და გასაგები იყო – უძრავ ქონება ისედაც იყიდება შენიღბული ფორმით და მასთან დაკავშირებული საკითხები  ,,რუხი“ გარიგებების გამოყენებით წყდება. რესპუბლიკას არ შესწევს ძალა წინააღმდეგობა გაუწიოს ამას და ამიტომ ჯობია მოხდეს ყიდვა- გაყიდვის ლეგალიზება, რაც სერიოზულ შემოსავლებს მოუტანს სახელმწიფო ხაზინას. თავის მხრივ ეს შემოსულობები შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას  საბინაო პრობლემები გადაუწყვიტოს  ხელმოკლე აფხაზურ ოჯახებს.

 თავად შამბას, რა თქმა უნდა ესმოდა, რომ მისი ინიციატივა  შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მძაფრ საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა, მაგრამ ასეთ მასშტაბებს ალბათ მაინც ვერ წარმოიდგენდა. შესაძლოა იგი შეცდომაში შეიყვანა გადაჭარბებულმა თავდაჯერებულობამ და იმედმა, რომ ამ საკითხის გარშემო მრავალი წლის მანძილზე მიმდინარე დისკუსიის პროცესში აფხაზურ საზოგადოებაში ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა აზრი, რომ ემბარგოს მოხსნა გარდუვალი აუცილებლობაა.  მით უფრო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისის საჭიროება (მართალია გაკვრით) , ბოლო დროს არაერთხელ ახსენა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, ემბარგოს მოხსნას დიდი ხანია  ღიად უჭერს მხარს ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრისტებზე (თავად შამბას ჩათვლით), რომელნიც უნისონში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია.
მაგრამ, როცა სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ კონსესუსამდე კვლავაც გრძელი  გზაა გასავლელი, ხოლო შესაძლო ბარიკადები  – აქვე, ორ ნაბიჯზეა.

ყველასათვის მოულოდნელად ,,ანტი გამყიდველურ“ ფრონტს სათავეში ჩაუდგა პარტია ,,აინარი“, რომელიც აქამდე გამოკვეთილად ოპოზიციური პარტიების ფონზე ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებითა და ნაკლებად ხისტი პოზიციით  გამოირჩეოდა, მისმა წარმომადგენელმა ასლან ჯაპუამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი მორატორიუმის შესახებ და პარალელურად თავის მომხრეებთან ერთად სოციალურ ქსელებში დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა, რომლის არსი შეიძლება  ასე გამოიხატოს – ,,დავიხოცებით, მაგრამ სამშობლოს არ გაგაყიდინებთ!“

,,აინარის’’ გადმოსროლილ  მოწოდებებს ნოყიერი ნიადაგი დახვდა: ეს არის აფხაზებში  ფესვგადგმული კომპლექსები, რომლებიც მათ მცირერიცხოვნებას უკავშირდება, ასევე საზოგადოების დარწმუნებულობა იმაში, რომ ერი,,შლუზების’’ გახსნის შემთხვევაში არაკონკურენტუნარიანი იქნება – მთელ უძრავ ქონებას შეისყიდიან უცხოელები, ხოლო კორუმპირებული ხელისუფლება არ და ვერ  შეეწინააღმდეგება ამას.

ვნებათა ღელვა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, როცა პარლამენტში ამ საკითხების განხილვის მოახლოებისას უცნობმა ბოროტგანმზრახველებმა სოხუმის ცენტრში დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს ჯაპუას მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.  თავად დეპუტატი არ დაშავებულა, მაგრამ პარტია ,,აინარმა’’ მომხდარი მყისვე შეაფასა როგორც ტერაქტი და  ეს ფაქტი დაუკავშირა მის პოზიციასთან შეურიგებელ ძალებს. ალმას ჯაპუას მომხრე ხალხმაც არ დააყოვნა და პარლამენტის შენობას მიაწყდა. ამ სიტუაციაში შამბას ისღა დარჩენოდა, რომ უკან გამოეწვია თავისი კანონპროექტი და გააკეთა კიდეც ეს, ხოლო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელმაც დააკმაყოფილა ,,აინარის’’ მხარდამჭერები და ცივი წყალი გადაასხა თავისუფალი ბაზრის  იდეის მატარებლებს.

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური