მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს შეხვდა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს შეხვდა. ლევან შონიამ ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, აგრარულ სექტორსდატურიზმის განვითარებასეხებოდა.

იტალიის ელჩის განცხადებით ისინი დაინტერესებული არიან რეგიონებთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეთ. ენრიკო ბარტოლისგანცახდებით, ის იტალიელ ბიზნესმენებს დაგეგმილ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოტენციალს გააცნობს.

მე ძალიან მომეწონა თქვენი რეგიონი, აქ პირველად ვარ და უკვე შემიყვარდა. რთულია იპოვო მხარე სადაც ერთადაა ამდენი სიმწვანე, მთა და სილამაზე.  ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განვითარდეს ტურიზმი, ასევე ჩაიდოს ინვესტიციები აგროსექტორსა და ენერგეტიკაში, რაც მეტად დაახლოვებს ჩვენს ორ ერს. თქვენს რეგიონში წარმოდგენილია ორი მსხვილი იტალიური ფირმა, პირველი ეს არის „ფერერო“ და მეორე კი ნენსკრა მშენებლობაშია ჩაბმული. თქვენთან იწყება ძალიან კარგი პროექტი ანაკლიის განვითარების მხრივ, ვგულისხმობ პორტს, იმედს ვიქონიებთ, რომ მსგავს დიდ პროექტებში იტალიაც ჩართული იქნება“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიის ელჩმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორ ლევან შონიას განმარტებით, ელჩთან საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო და ანტონიოენრიკობარტოლსრეგიონის პოტენციალი გააცნეს. გუბერნატორმა ელჩს ის პაკეტები შესთავაზა, სადაც უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...