მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი" - გიგი წერეთელი

„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი” – გიგი წერეთელი

Published on

ცესკომ უკვე დაიწყო ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. როგორც ცნობილია, პროცესი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა, ოპოზიცია კი ამ სიით უკმაყოფილოა. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ არანაირი ხარვეზი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არ იქნება და ისინი პრობლემებს ვერ ხედავენ იმ სიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ცესკოს გადაუგზავნა

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიის დასაზუსტებლად გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი, იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო სექტორს და თავად ცესკოს ქონდეს დრო, მაქსიმალურად დაზუსტდეს, გადამოწმდეს სიები,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელი. 

რუსთავი2

სიახლეები

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...