მთავარისიახლეებისაზოგადოებადაიწყო მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია

დაიწყო მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია

Published on

დღეიდან დაიწყო მოსწავლეთა  ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია, რომელიც  16 მაისს დასრულდება, თავად ტესტირება  კი  2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება.

ტესტირება   კომპიუტერულად ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული – როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  ამ გადაწყვეტილებით  სკოლებს სთავაზობს იმ პროექტში ჩართვას, რომლის მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. 

”მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაგეგმად. პროექტში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე სკოლისათვის”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...