მთავარისიახლეებიკონფლიქტებიინცინდენტი ხურჩის ტყეში - საჩვენებელი რეიდი ,,ქართველების მიერ საზღვრის...

ინცინდენტი ხურჩის ტყეში – საჩვენებელი რეიდი ,,ქართველების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად”

Published on

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ბავშვებიც.   ისინი, სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2 – ის დილის გამოშვებაში გავრცელდა . ინფორმაციის წყაროდ ხიდზე გადმოსული დევნილების ნათქვამი სახელდება. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულია ჯგუფი, რომელიც გამცილებლის დახმარებით საზღვრის გადაკვეთას საკონტროლო – გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა, მესაზღვრეებმა ისინი ნაბაკევისა და ხურჩის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში შენიშნეს. 

დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის  ფაქტს არ ადასტურებს არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, არც ხურჩის გამგებელი ბადრი ხუნჯგურუა. ისინი ლაპარაკობენ მხოლოდ გაძლიერებულ პატრულირებაზე, რომელიც სოხუმში შექმნილი დაძაბულობის  ფონზე ხდება. მათი ინფორმაციით, მესაზღვრეები ინტენსიურად მოძრაობენ საზღვრის მთელ პერიმეტრზე და, შესაძლოა, ინცინდენტს სწორედ ამ დროს  ჰქონდა ადგილი. 

ის, რომ გალში მცხოვრები ქართველები საზღვრის გადაკვეთისთვის ხშირად მიმართავენ   საკონტროლო – გამშვები პუნქტის   შემოვლით გზებს მანძილის შესამოკლებლად და  საშვის აღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად,  თავად რუსი მესაზღვრეებისთვისაც არის ცნობილი,  თუმცა ისინი თვალს ხუჭავენ ამაზე ე.წ. გამცილებლებთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმების საფუძველზე ( ფული, რომელსაც საზღვარზე გადაყვანისათვის იხდის მოსახლეობა,  გამცილებლებსა და მესაზღვრეებს შორის ნაწილდება). დროდადრო  მესაზღვრეები კვალის წაშლის მიზნით, ახდენენ საჩვენებელ რეიდებს ,,საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად.'' ისინი ამ შემთხვევაშიც არ ზარალდებიან, უფრო პირიქით, მოსახლეობას, რომელსაც ასეთ ფაქტზე წაასწრეს, თავის დახსნისთვის დამატებითი თანხების გაღება უხდება და ეს თანხაც ,,ძმურად'' ნაწილდება აფხაზურ პოლიციასა და რუს მესაზღვრეებს შორის.

 ამ დროისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულ ჯგუფს ადგილზევე შეუმოწმეს  საბუთები და შინ გაუშვეს.  

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...