მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში 10 ათასი მონადირეა დარეგისტრირებული, ვისზე და რაზე ნადირობს ან ემზადება...

აფხაზეთში 10 ათასი მონადირეა დარეგისტრირებული, ვისზე და რაზე ნადირობს ან ემზადება თითქმის ყოველი აფხაზი მამაკაცი ?

Published on

აფხაზეთში სანადირო იარაღის მფლობელი 10 ათასი მონადირეა რეგისტრირებული. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს სალიცენზიო ნებართვის განყოფილება აქვეყნებს.

9 აპრილისათვის დასრულდა იმ პირთა ხელახალი რეგისტრაცია, რომელნიც სანადირო იარაღს ფლობენ და  აქვთ ნადირობის ოფიციალური ნებართვა. როგორც შსს სამინისტროს  გაფართოებულ საანგარიშო სხდომაზე ითქვა, დღეს ოფიციალურად არის აღრიცხული 10 375 მონადირე და მათ განკარგულებაში არსებული  8479 ერთეული გლუვლულიანი და 3653 გადაჭრილი თოფი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა და ამოღებულ იქნა 41 ერთეული უკანონო, გაუფორმებელი იარაღი, მათ შორის 6 ერთეული გადაჭრილი და 35 გლუვლულიანი სანადირო თოფი. 

თუ გავითვალისწინებთ აფხაზი მოსახლეობის რაოდენობას, 10 ათასი მონადირე და  1200 – ზე მეტი სანადირო იარაღი მეტისმეტად დიდი ციფრია, გამოდის, რომ ყველა ოჯახი შეიარაღებულია. ვისზე თუ რაზე ნადირობს ან აპირებს ნადირობას აფხაზეთში მცხოვრები თითქმის ყველა ზრდასრული მამაკაცი?

ცნობისათვის – დარეგისტრირებულთა შორის არ არიან ქართველები, მათ ნებისმიერი იარაღის ტარება ეკრძალებათ.

 

 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...