მთავარისიახლეებიექსკლუზივიეგნატე შამუგია მერიისგან 10 ცალი ფოტოაპარატის შესყიდვაზე განმარტებებს ითხოვს

ეგნატე შამუგია მერიისგან 10 ცალი ფოტოაპარატის შესყიდვაზე განმარტებებს ითხოვს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი ეგნატე შამუგია ფეისბუqის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ ფოტოკამერების შესყიდვის ტენდერს უკავშირდება. ეგნატე შამუგია ფოტოკამერების შესყიდვის აუცილებლობას გამორიცხავს და მერიისგან  განმარტებებს ითხოვს.

"ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 3 770 ლარის სავარაუდო ღირებულების გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რითაც მერია სამხედრო სამსახურისთვის 800 -ლარიანი ფოტოკამერის , ხოლო მერიის სხვადასხვა სამსახურებისთვის 8 ცალი 300 -ლარიანის შესყიდვას აპირებს. აღნიშნული ტენდერით, მერია, კიდევ ერთ ფოტოკამერას შეისყიდის, რომლითაც მოხდება მერის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება და მისის სავარაუდო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით – 570 ლარს შეადგენს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს მერიამ 3 483 ლარი დახარჯა ფოტოკამერის შესაძენად, რომელიც მას მერიის მიერ განხორციელებული საქმიანობის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სჭირდებოდა, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. თუ რამდენად ხდება 2014 წელს ნაყიდი ფოტოკამერით მერიის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა-ეს უკვე ცალკე თემაა. . ცხადია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების ფოტოსურათების ყოველდღე facebook გვერდზე ატვირთვა, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების საჯაროობას. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ვიცით მერიის პოზიცია, შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ცალასახად შემიძლია ვთქვა, რომ მერიას ფუნქციების შესასრულებლად არ დამატებით 8 ფოტოკამერა, სამხედრო სამსახურზე ხომ ზედმეტია საუბარი. მიმდინარე წელს სამხედრო სამსახურის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიზნობრივი ტრანსფერი გასულ წელთან შედარებით, 32 ათასი ლარით მეტი მიიღო. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს სამსახური, ცდილობს ჭარბად მიღებული თანხა, კონკრეტულად, „საქონელი და მომსახურეობის“ (ეს კლასიფიკაცია მოიცავს: შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯებს, ავეჯს, საკანცელარიო ნივთებს, კომპიტერულ ტექნიკას და სხვა ადმინსტრაციულ ხარჯებს)მუხლით გათვალისწინებული, როგორმე ბოლომდე აითვისოს, რათა მომდევნო წელს მისთვის გამოყოფილი ტრანსფერი მიმდინარე წელთან შედარებით ნაკლები არ აღმოჩნდეს.

ქალაქ ზუგდიდის მერია, კეთილი ინებეთ და აქვე, საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და განმარტებები 10 ცალი ფოტოკამერის შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით!"-წერს ეგნატე შამუგია

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...