მთავარისიახლეებისამართალიდაჭრილ პოლიციელს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი

დაჭრილ პოლიციელს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი

Published on

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზ.ხ. უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას ორი ტყვია ფეხზე აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა მანქანიდან მოხდა, თავდამსხმელები კი ადგილიდან მიიმალნენ.  
 
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.
 
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 118 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ ჯიხაშკარში მოხდა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...