მთავარისიახლეებისამართალიფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დანაშაულს არ აღიარებენ

ფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დანაშაულს არ აღიარებენ

Published on

დღეს გამთენიისას ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.  როგორც  პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა,    დაკავებულია 5 ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის, კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი რომელიც , პროკურატურამ დილის რვა საათზე საკუთრ სახლში აიყვანა. სამართალდამცავებმა ბინების ჩხრეკისას კომპიუტერები და სხვა სახის ნივთები ამოიღეს.

 როგორც მთავარ პროკურატურაში სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, დაკავებული პირები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს. ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, მოწმეები უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან. მისი  თქმით, მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.

პროკურატურის მიერ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს კახი კალაძე გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ დიდი ხანია გამოძიება იყო დაწყებული. "ჩემი ინფორმაციით, დიდი ხანია გამოძიება იყო დაწყებული, ძალიან კარგია თუ ამ ფაქტზე გარკვეული პირების დაკავება მოხდა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ იყოს დარღვეული," – განაცხადა კალაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის თქმით, ვაჟა ლელუაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო. "ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით ქართულ ოცნებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების მხარეს ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში,"- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

გიორგი გაბაშვილი გამოეხმაურაპროკურატურის დღევანდელ ბრიფინგსაც. ,, ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა. „მიმდინარე ვიდეოშანტაჟსა და კადრების გავრცელებაზე არაფერი ითქვა, არადა ზედაპირზე დევს პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებიდან იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟში არის,"- აღნიშნა გაბაშვილმა.

 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...