მთავარისიახლეებისამართალივიცე-მერის გია გულორდავას საპასუხოდ პროკურატურის წინ ბრიფინგი გაიმართა

ვიცე-მერის გია გულორდავას საპასუხოდ პროკურატურის წინ ბრიფინგი გაიმართა

Published on

ზუგდიდის ტროტუარებზე ფილების დამგები მუშები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახრეო პროკურატურის წინ მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ქალაქსი ვიცე-მერმა გია გულორდავამ მუშებს საკუთარ სახლში ფილები დააგებინა,თუმცა გაწეული სამუშაოები არ აუნაზღაურებია, მეტიც, დეპუტატის თქმით, აღნიშნული თანხის გადახდა კომპანია „ამი 2014“ დააკისრა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, გია გულორდავა კომპანიის საბოლოო გაკოტრების საქმეშია გარეული. ამასთან, მისი განცხადებით, იმ მუშებს, რომლებიც აქტიურობდნე და აქციებს მართავდნენ, ხალფასის ნაწილი დაურიგდათ და ამ პროცესს ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას სახლში ჩატარებულ სამუშაოებს ადასტურებენ თავად მუშებიც. პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ისინი ვიცე მერის სახლში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი. გია გულორდავას განცხადებით, მუშები მის სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა უხარისხოდ, რის გამოც მათ თავად დატოვეს სამუშაო. ვიცე-მერი აცხადებს, რომ გაწეული სამუშაოების ანაზღაურება მუშა ჯგუფის ხელმძღვანელს გადაუხადა.

ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა  გუშინ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მედიისთვის ბრიფინგი ჩაატარა. გია გულორდავა პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ამასთან, ის მზადაა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო სამართალდამცავებთანაც ითანამშრომლოს. საქართველოს პარლამენტის წევრის ნაციონალური მოძრაობიდან  ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მუშები ქალაქის ტროტუარებთან ერთად, საკუთარი სახლშიც ამუშავა. რაც შეეხება ქალაქის ვიცე-მერის მოწოდებას, ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს თვალყურს მიადევნებს.

ზუგდიდის ტროტუარებზე ფილების დამგები მუშები კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციებს უკვე მერამდენედ მართავენ. მათი განცხადებით, ასანაზღაურებელი თანხა 100 000 ლარს აღემატება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...