მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის კედელს საფრთხე ემუქრება - რატომ არ აპროტესტებს საქართველოს კულტურის სამინისტრო ოკუპირებულ...

სოხუმის კედელს საფრთხე ემუქრება – რატომ არ აპროტესტებს საქართველოს კულტურის სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ამ ვანდალიზმს?

Published on

,,აფხაზეთის ისტორიის უნიკალურ ძეგლს – სოხუმის კედელს საფრთხე ემუქრება. ჩვენ მოვითხოვთ არ დაუშვათ  აფხაზეთის ისტორიის ძეგლების კომერციალიზაციის პრეცედენტი, რაც უნდა ,,კეთილშობილი მიზნებით’’ იყოს შეფუთული'' –    აფხაზ ისტორიკოსთა ჯგუფი ოკუპირებული   აფხაზეთის კულტურისა და ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრს ელვირა  დარსალიას მიმართავს. 

,2011 წელს საზოგადოებრივი განხილვის გარეშე დადებულ იქნა საიჯარო ხელშეკრულება სამმართველოსა და კომერციულ ორგანიზაციას შორის რესტორან ,,დიოსკურიას’’ აღდგენისა და ექსპლოატაციის შესახებ 49 წლის ვადით – ნათქვამია მიმართვაში – ხელშეკრულების დადებისთანავე ცალმხრივი წესით იქნა მიღებული სახელმწიფო – ისტორიული მუზეუმ – ნაკრძალის ლიკვიდაციის შესახებ. საბედნიეროდ, სამინისტროს ახალმახელმძღვანელობის ზალისხმევით ლიკვიდაციის დაწყებული პროცესი შეჩერდა და დაფუძნდა სახელმწიფო – ისტორიული ნაკრძალი ,,სოხუმის ციხე“ , რასაც საზოგადოება მოწონებით შეხვდა, რამდენადაც ეს აღქმულ იქნა როგორც დადასტურება მთავრობის მიერ ამ უნიკალური, მაგრამ ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი ისტორიული ძეგლის მნიშვნელობის აღიარებისა. თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში ისევ აქტიურად განიხილება დაცულ ზონაში რესტორნის იჯარით გაცემისა და მისი გაფართოებული რეკონსტრუქციის საკითხი.

 მთელი პასუხისმგებლობით უნდაგანვაცხადოთ, რომ ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარებში, რამდენადაც  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სოხუმის, ისე მთელი ქვეყნის მოსახლობისათვის.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ მშენებლობას ძეგლის ტერიტორიაზე – მსგავსი ქმედება დაცულ ტერიტორიებზე  იკრძალება საერთაშორისო ნორმებით. გარდა იმისა, რომ  ახალი რესტორნის მშენებლობა რადიკალურად შეცვლის ქალაქის ლანდშაფტს და აქცენტს ისტორიული ძეგლიდან კვების ობიექტზე გადაანაცვლებს, სამშენებლო სამუშაოებმა შეიძლება დააზიანონ და საბოლოოდ გაანადგურონ  არტეფაქტები, რომელნიც წყალშია შთაფლული და ჰიდროარქეოლოგიის ტექნოლოგიების  გამოყენებით შესწავლას ელოდება  –  ჩაქუჩის ყოველმა დარტყმამ შეიძლება გააპოს სილითა და ლამით დაფარული, ამჟამად უხილავი   მარმარილოს ფილები და სხვა ფრაგმენტები.

ჩვენ გვესმის, რომ არსებული ხელშეკრულება, რომელიც, მართალია უკანონოა, რადგან სამმართველოს არ ჰქონდა იურიდიული უფლება ყოფილიყო მხარე მოლაპარაკებებში იჯარის შესახებ, ხელისუფლებისგან მოითხოვს არცთუ მარტივ გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტურ სირტუაციაში, რამდენადაც მოიჯარეებმა, რომელნიც სერიოზული ბიზნესის გაშლას აპირებდნენ აქ, უკვე დახარჯეს  დიდი თანხები.

ამიტომ შექმნილ სიტუაციაში, როცა არჩევანი უსათუოდ ეროვნული ფასეულობების გადარჩენაზე უნდა გაკეთდეს, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძეგლის  სასარგებლოდ, ხოლო მეწარმეებს გამოუყოს თანაბარზომიერი ადგილი ცენტრალურ ზღვისპირა უბანში კერძო რესტორნის გატანისათვის ნაკრძალი ზონიდან.

ჩვენ ვერ დავრჩებით გარეშე მაყურებლის როლში, რამდენადაც არ გვინდა დავემსგავსოთ ბარბაროსებს, რომელთაც არ იციან ისტორიული ძეგლების ფასი და ვერ გავექცევით  პასუხისმგებლობას , რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის თითოეულ მოქალაეს აკისრია ჩვენი მიწისა და ისტორიული სიმდიდრის წინაშე. '' – ნათქვამია მიმართვაში. 

არ შეიძლება არ მიესალმო ამ მიმართვის სულისკვეთებას, რაც  უნდა მტკივნეული იყოს  სოხუმის კედლის მოხსენიება აფხაზთა ისტორიის  ძეგლად, მაგრამ საკითხავია, რატომ არ აპროტესტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო   ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მიმდინარე ამ ვანდალიზმს საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...