თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე არ მოითხოვს მაპ – ს, მძაფრი რეაქცია მოყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

0
381

 მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არ იქნება მაპ-ის მოთხოვნა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მიმდინარეობისას. ჩვენ  არ ვითხოვთ, რადგან ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანაა, ვარშავის სამიტიდან უნდა წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის,“ – აღნიშნა მან. 

თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მან ჯერ უნდა მიიღოს მაპი და ამდენად  გაუგებარია მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს. 

 მისი თქმით, გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა, თუმცა ეს ფორმალობები არის დასაცავი და თუ ლოგიკას არ გავყევით ალიანსის წევრი ვერ გავხდებით. 

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმის კომენტირებისას ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ძალიან სწორი სიტყვების გვერდზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატო-ს წევრი, ბევრი ისეთი რაღაც კეთდება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ მიზანს, მაგალითად მან დაასახელა მთავრობის მიერ ანტიდასავლური პრესის დაფინანსება. 

„ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის სიტყვები. ამაზე საუბრობს უკვე საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე ეს დაადასტურა ევროპის საბჭოს კვლევამ. აბსოლუტურად გაუგებარია რანაირად შეიძლება ქვეყანაში, რომელიც მიდის ნატო-ში, მთავრობა აფინანსებდეს პრორუსულ პრესას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

წინა სტატიაგამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტები ფულის გათეთრებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ
შემდეგი სტატიასოხუმის კედელს საფრთხე ემუქრება – რატომ არ აპროტესტებს საქართველოს კულტურის სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ამ ვანდალიზმს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური