მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი იწყება

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი იწყება

Published on

ჟენევაში იწყება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 35-ე რაუნდი. დღის წესრიგშია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კერძოდ, ეთნიკური ქართველების მიმართ დაწესებული ახალი დისკრიმინაციული რეგულაციები,  როგორც ე.წ. ბორდერაზაციის პროცესის გაგრძელება, რაც   სავალალო ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელიც  მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობს, სამინისტროს ვებ-გვერდზე  განცხადებას ავრცელებს:

„დავაყენებთ საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის მუშაობაც 2012 წლიდან შეწყვეტილია ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგობის გამო. მექანიზმის განახლება დადებითად წაადგება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების პრაგმატულ გადაწყვეტას, ასევე პოზიტიურად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების დინაკიმაზე.

საქართველოს დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ბოლო პერიოდში მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების დაწყება რიგ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს და ხელს შეუწყობენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, კონსტრუქციულად განხილვას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ დაზიანდეს მის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების ხელოვნურად მიბმითა და პოლიტიზირებით“, – აცხადებს დავით დონდუა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...