მთავარისიახლეებისამართალიინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა ჰოლანდიიდან თბილისშია ექსტრადირებული

ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა ჰოლანდიიდან თბილისშია ექსტრადირებული

Published on

წუხელ ღამის 2 საათსა და 40 წუთზე თბილისში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე, იგივე ,,მასტერა'' ჩამოიყვანეს. ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე 2014 წელს ჰოლანდიაში დააკავეს და  ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ჰოლანდიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მისი ექსტრადირების შესახებ.

მთავარი პროკურატურა მასტერას საქართველში ექსტრადირებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შემდეგ გავრცელებას  ავრცელებს:

„საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით,  ნიდერლანდების სასამართლომ დასაშვებად ცნო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიცია. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და ამჯერად საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდება მისი მონაწილეობით.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად,  „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითადა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი დგებუაძის  ადვოკატების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია,  რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“დღევანდელი მდგომარეობით, გია დგებუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მას წარდგენილი აქვს ბრალი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ეს არის ნავთლუღის ეპიზოდი. სხვა დანარჩენი ბრალები, თუ ეპიზოდები, რაც გაჟღერებული იყო მანამდე, თუ დღეს ჟღერდება სხვადასხვა საიფორმაციო საშუალებებით, მას არ აქვს წარდგენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ.

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...