მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდე - ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი...

დე – ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი – ,,თაგილონი” და,,ლაკუმხარა” დახურა

Published on

დღეს, 17 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის დე – ფაქტო  მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული ორი საკონტროლო – გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ.  

 

როგორც მინისტრთა კაბინეტის სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა ცაავამ განუცხადა სააგენტო ,,აბხაზია – ინფორმს"  ,  მთლიანად იხურება გამშვები პუნქტი ,,თაგილონი'' ( აფხაზური ტრანსკრიპციით  – ,,თაგლან"), ხოლო ,, ლაკუმხარაზე'' გავლა მხოლოდ ქვეითათვის იკრძალება. პუნქტების დახურვის მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. 

 

ჩვდენი ინფორმაციით, ლაკუმხარას პუნქტის დახურვა რუსეთის სამხედრო ბაზის მშენებლობას უკავშირდება , ლაკუმხარა მდებარეობს ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ძველ საზღვარზე ( ახალი ადმინისტრაციული დაყოფით დღეს იგი გალის ზონაშია მოქცეული), აკარმარასა და ფოქვეშთან და უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ენგურს. შესაბამისად, მშენებარე სამხედრო ობიექტი გააკონტროლებს სამივე რაიონიდან წამოსული ტვირთებისა და ქვეითთა გადაადგილებას. 

 

აფხაზეთის ხელისუფლების 2012 წლის დადგენილებით აფხაზეთ -საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე აქამდე  ექვსი საკონტროლო – გამშვები პუნქტი მუშაობდა.

 

 

 

 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...