მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზური მედია: ,,რუსლან ჯელია აფხაზეთის გმირია და ბუნებრივია მღელვარება, რომელმაც...

აფხაზური მედია: ,,რუსლან ჯელია აფხაზეთის გმირია და ბუნებრივია მღელვარება, რომელმაც ამ ინცინდენტის გამო სოხუმი მოიცვა”

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული არასანქცირებული მიტინგის საქმის გამოძიება დაიწყო . მიტინგის მონაწილეთა განცხადებით,  მილიციის თანამშრომლებმა კანონიერი ნორმების დარღვევით სცადეს  შსს ყოფილი თანამშრომლის რუსლან ჯელიას მანქანის შეჩერება.

გამოძიების მსვლელობისა და დასრულების შემდეგ სამართლებრივი შეფასება მიეცემა  როგორც შსს თანამდებობის პირთა, ისე რუსლან ჯელიას მოქმედებას – აცხადებს აფხაზეთის გენპროკურატურა.

შეგახსენებთ, 9 მარტს რუსლან ჯელიას ნათესავები და თანამშრომლები, რომელთაც შეუერთდნენ საზოგადოების  სხვა წარმომადგენლებიც, ხმაურითა და საკმაოდ აგრესიული განწყობით შეიკრიბნენ შსს სამინისტროს შენობასთან და კატეგორიულად მოითხოვეს როგორც ინცინდენტის მონაწილე მილიციის თანაშრომლების დასჯა, ისე შსს მინისტრის ლეონიდ ძაფშბას გადადგომა. საქმე შენობაში შეჭრის მცდელობამდეც კი მივიდა. ასე აპროტესტებდნენ  შეკრებილები გენერალური ავტოინსპექციის თანამშრომელთა მიერ დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსის რუსლან ჯელიას ავტომანქანის დაცხრილვას მას შემდეგ, რაც იგი არ დამორჩილდა  მოთხოვნას გაეჩერებინა მანქანა. მომიტიგეებს დაშლის თხოვნით მინარტა თავად რუსლან ჯელიამ, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამჟამად არ იმყოფება სამუსაოადგილზე და ვერ გამოვა მომოტინგეებთან, მაგრამ საქმის კურსშია და პირობას იძლევა, რომ ორიდღის განმავლობაში განიხილავს პრობლემას. შეკრებილებმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დაშლა, თუმცა განაცხადეს, რომ, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს, ორ დღეში აქცუას განაახლებენ.

,,რუსლან ჯელია საქართველოს აგრესიის  წინააღმდეგ აფხაზეთის  სამამულო ომის გმირია და ბუნებრივია მღელვარება, რომელმაც ამ ინცინდენტის გამო სოხუმი  მოიცვა'' – აცხადებს  აფხაზური მედია.

 

 

 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...