მთავარისიახლეებისამართალიჟურნალისტი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

ჟურნალისტი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

Published on

წუხელ ზუგდიდში, ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე Pktv.ge -ს ადგილობრივ ჟურნალისტ მიშა ძიძიგურსა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების საპროტესტო აქციას აშუქებდა, სადაც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც იმყოფებოდა. მიშა ძიძიგურის ინფორმაციით, საჯარო მოხელე კამერის ნახვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს მუშაობის შეწყვეტისკენ და გადაღებული მასალის წაშლა მოსთხოვა. "მე რო მივედი ნუკრი ესართია და ბაზრის მოვაჭრეები გარეთ იდგნენ. ნუკრი ესართია ერთ ქალს ეუბნებოდა, შენ სააკაშვილის და ნაციონალების მომხრე ხარ და წადი და უკრაინაში, ოდესაში იმუშავეო. ამ დროს ჩემი ფოტოაპარატით სურათი გადავიღე, რამაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გააღიზიანა. ნუკრი ესართიამ მითხრა, მოდიო, შენ ვინ მოგცაო უფლება სურათი გადამიღოო. მე მას ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი. ამის შემდეგ მან ჟურნალისტის ბეიჯი მომთხოვა, რომელიც ვუჩვენე. ამის შემდეგ ვკითხე, თვითონ ვინ იყო, რაზეც ნუკრი ესართიამ მიპასუხა, რომ არის საქართველოს მოქალაქე. მას მე ავუხსენი, რომ ამ ფორმით ის ჩემს პროფესიულ მუშაობაში ხელს მიშლიდა, რაზეც მიპასუხა – "შენ როგორი ტონით მელაპარაკები" -ო, ახლავე დროზე წაშალე გადაღებული მასალაო, რაზეც მე მას უარი ვუთხარი". – განაცხადა ჟურნალისტმა მიშა ძიძიგურმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში. მისივე თქმით, ნუკრი ესართიამ ამ საუბრის შემდეგ ბაზრის ტერიტორია დატოვა.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს. ნუკრი ესართიამ მერიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ არც ერთ სატელეფონო ნომერზე არ გვიპასუხა. მოგვიანებით უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "ფაქტთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუკრი ესართია ჟურნალისტთან დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ დაინტერესდა იმ პირის ვინაობით, რომელიც ფოტოებს უღებდა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. სედამხედველობის სამსახურის უფროსი ჟურნალისტისათვის კადრების წაშლის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს" – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...