მთავარისიახლეებიეკონომიკა290 ათასი ოჯახი თბილისში კომუნალური ვაუჩერების გარეშე რჩება

290 ათასი ოჯახი თბილისში კომუნალური ვაუჩერების გარეშე რჩება

Published on

 დღეს  დედაქალაქის  საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და სუბსიდიის დაფინანსებისათვის  გამოყოფილი 45 მილიონი ლარის დაახლოებით  14 მილიონით შემცირებას გულისხმობს. ეს კი ნიშნავს, რომ 290 ათასი ოჯახი  დახმარების გარეშე დარჩება.

უმრავლესობის მტკიცებით გამოთავისუფლებული თანხა სოციალურად დაუცველთა ვაუჩერების გაორმაგებას მოხმარდება

ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიციაში არ ეთანხმებიან : „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანების სოციალური საჭიროებების განურჩევლად, თბილისელების 2/3, დაახლოებით, 290 ათასი ოჯახი მეტად მნიშვნელოვანი კომუნალური შეღავათის გარეშე დატოვოს,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 „თუ რამე ქამრების შემოჭერის მსგავსი უნდათ, თვითონ აქვთ უზარმაზარი ქამრები და დაიწყონ თვითონ შემოჭერა და ხალხს აჩვენონ, რომ თვითონ იკლებენ,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...