სოხუმის კაფეში უგონოდ გამომთვრალი რუსი გენერალი ჰოსპიტალიზებულია

0
410

საინფორმაციო საგენტო «Абхазия-Информ»უარყოფს ქართულ მედიაში დღეს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ  რუსეთის 58 – ე არმიის მეთაური გენერალი ხრულიოვი  თავის სამუშაო ოთახში უგონო მდგომარეობაში იპოვეს მისი პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ამჟამად გენერალი სავადმყოფოშია გადაყვანილი და .ომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ხმაურდება ინცინდენტის დეტალებიც. სააგენტო ,,ნიუპოსტი’’ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყბა, რომ ხრულიოვის ოჯახის წევრების თქმით,  გენერალი არა თავის ოთახში, არამედ კაფეში იპოვეს. ოჯახი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ცნობებით, გენერალი კომაში ჩავარდნამდე სამსახურიდან გაიყვანა ორმა უცნობმა, რის შემდეგაც ისინი  ერთად ნახეს კაფეში, სადაც, როგორც ჩანს, დალიეს.    გენერლის ორი თანამეინახე მალევე გავიდა კაფედან, ხოლო მათი სტუმარი ადგილზე დარჩა და მცირე ხნის შემდეგ გონი დაკარგა.  

საპირისპიროს ამტკიცებს აფხაზური მედია აფხაზეთის ე. წ.  სამხედრო უწყების პრეს სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ  გენერალ – ლეიტენანტი ჯანსაღად არის და თავის მოვალეობებს ასრულებს’’თავს კარგად გრძნობს.

ჩვენი წყაროების ცნობით,   რუსი გენერალი უბრალოდ უგონოდ გამოთვრა, რაც პირველი შემთხვევა არ არის და ჭორები იმის შესახებ, რომ იგი მოწამლულია ან ინსულტი მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, ანატოლი  ხრულიოვი, რომელიც ამჟამად  მეთაურობს  ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ შტაბს ( იგი შარშან დაინიშნა ამ პოსტზე) , 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მეთაურობდა რუსეთის ფედერაციის  ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის 58 – ე არმიას, რომელიც იბრძოდა საქართველოს  წინაღმდეგ. ქართული არმიის მიერ რუსეთის სატანკო კოლონაზე შეტევის დროს იგი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალიზებული იყო ვლადიკავკაზში. როგორც ამბობენ, იგი ვლადიმერ პუტინის ერთერთი რჩეული გენერალია. მასზე დიდ იმედებს ამყარებს რაულ ხაჯიმბაც, რამდენადაც მას აბარია სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო – ტექნიკური პოტენციალის განვითარების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის საკითხები.  

 

წინა სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა: დგას საშიშროება, გლეხმა მამაპაპისეული მიწა დაკარგოს
შემდეგი სტატიაზუგდიდში გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური