მთავარისიახლეებისამართალიუცხოეთში დასაქმების ცენტრების დარეგისტრირება - ტრეფიკინგის წინააღმდეგ

უცხოეთში დასაქმების ცენტრების დარეგისტრირება – ტრეფიკინგის წინააღმდეგ

Published on

პარლამენტში  შევიდა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნას ითვალისწინებსცვლილებების დამტკიცების სემთხვევაში რეესტრში   დარეგისტრირება სავალდებულო  იქნება იმ ფირმებისთვის, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მსურველებს უწევენ მომსახურებას .

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე    მისი პირველი მოსმენა მიმდინარეობს.  ,,უცხოეთში დასაქმება სადღაც ტრეფიკინგის ზღვარზე გადის და ამიტომ ამ ტიპის საქმიანობა ეკონომიკური საქმიანობის რეეტრში სავალდებულო წესით იქნება დასარეგისტრირებელი. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ იგი  უკანონოდ ეწევა საქმიანობას და აქედან გამომდინარე, დაჯარიმდება.  განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.  ვინაიდან უცხოეთში არალეგალურად ცხოვრება დამუსაობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკთან,   სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ე.წ. დასაქმების ფირმას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები და ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევს მათ. 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...