მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის ყუბანის კაზაკთა ატამანი ხევში გადაიჩეხა

სოხუმის ყუბანის კაზაკთა ატამანი ხევში გადაიჩეხა

Published on

ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ელგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად  13 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით ცხრის ნახევარზე სადიდპეტჩეროშიშევიდა სატელეფონო შეტყობინება, რომ სოფელ კამანთან,  სოხუმჰესის კაშხლის სიახლოვეს,   ხევში დაახლებით 15 მეტრის სიმაღლიდან   ორი ადამიანი გადაიჩეხა. ხევში ჩასულ მაშველებს ორივე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  მდინარეში ნაპოვნ გვამებში სოხუმის კუბანის კაზაკების სამხედრო შენაერთის  ატამანი ვლადიმირ მოსკალენკო და მისი მოადგილე ვალერი ჯუმიადი ამოიცნეს. პირველი 1957 წელს არის დაბადებული, მეორე 1951 წელს.

გამოძიებას ჯერჯერობით არა აქვს  გამოკვეთილი  ვერსია, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო –  ვარაუდობენ, რომ  ისინი ფეხით მიყვებოდნენ ხევის პირს, რადგან მათი მანქანა სხვა ადგილას არის ნაპოვნი 

ვლადიმერ მოსკალენკო 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.  მას დიდი წვლილი მიუძღვის   გუდაუთის ერთერთი ყველაზე დაუნდობელი სამხედრო შეიარაღებული რაზმის შექმნაში, რომელსაც სათავეში მისი თანასოფლელი  ლესიკ ცუგბა ედგა.  ვლადიმერ მოსკალენკო ყუბანელი კაზაკების შთამომავალია,  გუდაუთის სოფელ ბაკლანოვკადან,  ომის შემდეგ პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული ყუბანის კაზაკებსა და აფხაზებს შორის კომუნიკაციასა და დაახლოებაზე. 2015 წელს სოხუმის კაზაკთა საგანგებო განყოფილების ატამანი გახდა . მანამდე ხელმძღვანელობდა გულრიფშის კაზაკთა საზოგადოებას.იყო პარტია ,,ამცახარას'' წევრი 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...