სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება. მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურორ ლევან ფიფიას მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ და დავით ბეჭვაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებისას მან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა. ამასთან, საქმეზე მომდევნო წინასასამართლო მოსმენა 25 მარტს ჩაინიშნა. სასამართლოს დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებულის ოჯახის წევრები. მოსამართლის გადაწყვეტილება მშვიდად მოისმინა ბრალდებულმა, თუმცა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას. სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი „ემოციურ ფონზე“ აღიარა. ამასთან, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას განცხადებით, მისი დაკავება მოხდა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე და არა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, როგორც ეს საქმეშია მითითებული. დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ადვოკატი. როგორც თანდილა ჯოლოგუამ სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებულ საქმეში ბევრი უზუსტობაა. დავით ბეჭვაია სამართალდამცავებმა 12 თებერვალს დააკავეს. ბრალად მას სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედება. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლის მე- 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბეჭვაიას თავისუფლება 16 -დან 20 -წლამდე ან უვადოდ აღეკვეთება.
სიახლეები
საზოგადოება
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...
საზოგადოება
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
აღნიშნულ...
საზოგადოება
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი
ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
განცხადებები გიგი...
საზოგადოება
მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...