ზუგდიდში, 3 დღის წინ დაკარგული სამი მამაკაცი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს, ხოლო მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. "შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს -ის ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
სიახლეები
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...
სიახლეები
რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი
საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...
სიახლეები
„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI
„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...
სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა.
პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...