მთავარისიახლეებისაზოგადოებასიტუაცია ,,მაესტროში'' და პრეზიდენტის შეფასებები

სიტუაცია ,,მაესტროში” და პრეზიდენტის შეფასებები

Published on

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

,,თავისუფალი მედია ერთერთი მთავარი საშუალებაა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალი. "იმედი მაქვს,  მაესტროში ჟურნასლიტებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ეფექტურად იმუშაონ  და ჩვენ, პოლიტიკოსებს მოგვცენ შესაძლებლობა,  ვეურთიერთოთ ხალხს . როგორც კი ისმის კითხვის ნიშნები, საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით რეაგირებს. ეს იყო ყველა შემთხვევაში.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა  ,,მაესტროს'' ეთერში .

რაც შეეხება სიტუაციას ტელეკომპანიაში, საჯარო რეესტრი სავარაუდოდ, დღეს განიხილავს  პარტნიორთა კრების მიერ "მაესტროს" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის მოთხოვნას,  საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრიროს "მაესტროს" გენერალური დირექტორის ცვლილება,  ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა ამ პროცესთან დაკავშირებული  გარკვეული დეტალები. მისი აზრით, სხვა შემთხვევაში  "ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება"

გადაბაძის განცხადებით, ძმები გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიაში სამუშაოდ ვერ შევლენ, რადგან შენობა მათი საკუთრება არ არის. მისი მფლობელი  მაკა ასათიანია. ,,თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან მოვა სალაპარაკოდ, მას შემოუშვებენ, თუმცა, თუ ის შემოვა შენობაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, ტელევიზიის სამართავად, ეს უკანონო იქნება და იმედი მაქვს არ წავა ამაზე ბატონი ლევანი", – განაცხადა გადაბაძემ არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილები, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნული  მისი ძმის ლევან გაჩეჩილაძის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.

გადაბაძე მაესტროს ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური მოტივებით ხსნის.  "ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს გავლენები შეიძლება იყოს , რადგან საარჩევნო წელია.- აცხადებს იგი.  

როგორც ცნობილია, გადაბაძე "მაესტროს" პარტნიორთა კრებამ გუშინ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 
გადაწყვეტილების შემდეგ ბაია გადაბაძემ გაფიცვა გამოაცხადა. 

სიახლეები

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...