მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან გაწვიმდება

ხვალიდან გაწვიმდება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის  ცნობით, ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა  13-18 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარიდან ამინდი შეიცვლება და იწვიმებს,  წვიმაა  მოსალოდნელი 7-8 თებერვალსაც.  აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით, მთასა და მაღალმთაში 8 თებერვალს წამოვა თოვლი, თუმცა არც იქ და არც სხვაგან  საქართვლოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში  ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის ღამითაც კი. 

თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს – 5 გრადუსი . 

7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი  -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.

რაც შეეხება  საავტომობილო გზებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო შეზღუდვები  რჩება   ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) აქ კვლავ კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...