მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა: იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ დღეს საკუთრება გავუსხვისოთ ქვეყანას

რაულ ხაჯიმბა: იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ დღეს საკუთრება გავუსხვისოთ ქვეყანას

Published on

,,აფხაზეთში მიწის გაყიდვის საკითხი საერთოდ არ შეიძლება დადგეს. ამ საკითხის გატანა გამორიცხულია საყოველთაო რეფერენდუმზეც კი.  ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხის საკუთრებას წარმოადგენს’’ – ასე  გამოეხმაურა დე ფაქტო აფხაზთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა  აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე დისკუსიის საგნად ქცეულსაკითხს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის თაობაზე  2 ებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

,,სამწუხაროდ, უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ დებატებში  ცნებებია აღრეული, კერძოდ  პრივატიზაციის შესახებ კანონის თანახმად საკურორტო ობიექტებისა და სხვა საწარმოების მიყიდვა უცხოელებისათვის ისედაც დიდი ხანია მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება   აფხაზეთის მოქალაქეთა კუთვნილი  ბინებისა და სახლების გაყიდვას, ერს საკითხი არაერთხელ დასმულა ჯერ კიდევ სერგეი ბაგაფშის მმართველობის წლებში.  დღეს სიტუაცია ბინებისა და სახლების გაყიდვის ირგვლივ აბსოლუტურად უკონტროლოა, ჩვენ ამ საკითხში წესრიგის შეტანა გვინდა, სწორი მიდგომის შემთხვევაში ამ პრობლემასთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია’’ – განაცხადა  ხაჯიმბამ.

 ამასთან მას არასწორად მიაჩნია ,,პატრიოტიზმის“ ცნებით სპეკულაცია და მოქალაქეთა შეგნებით მანიპულირება   საცხოვრებლის გაყიდვის პრობლემის განხილვის  პროცესში.  პატრიოტები ჩვენცა ვართ და ომში იმისთვის არ მიგვიღია მონაწილეობა,  რომ დღეს საკუთრებისგან გავძარცვოთ ჩვენი ქვეყანა. ამ საკითხს ძალიან ფაქიზად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ხალხის გრძნობებით მანიპულირება.  

ამასწინათ ვნახე ,,არუაას“ განცხადება, ვისმენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  განცხადებებს, რომლებშიც საკითხი სწორად არის დასმული. ჩვენ უნდა ბევრი ვიმუშაოთ, შევქნათ შესაბამისი კომისიები და ვფიქრობ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას,   შეხების წერტილების პოვნას და საკიტხის გადაწყვეტას ჩვენი ქვეყნის, ხალხის  სასარგებლოდ   – აღნიშნა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ  არავინ უნდა აყვეს   უსაფუძვლო ბრალდებებს – არავინ აპირებს ამა თუ იმ ობიექტის დაუფიქრებლად გაყიდვას – განაცხადა ხაჯიმბამ 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...