მთავარისიახლეებისაზოგადოებამძღოლები თურქული კომპანიის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

მძღოლები თურქული კომპანიის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

Published on

მძღოლების აქცია მეტრო+ ის წინააღმდეგ გრძელდება. ამ წუთებში ისინი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ, არ დაუშვებენ თურქული კომპანიის შემოსვლას ზუგდიდში. მძღოლები ამბობენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მათ აქვთ ბანკების ვალები და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი გააგრძელებენ პერმანენტულ აქციებს. ასევე გაფიცული მძღოლები მოუწოდებენ ხელისუფლებას ჩაერიონ ამ ინციდენტის მოგვარებაში და გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები. მძღოლები ელოდებიან პროფკავშირების წარმომადგენელსაც, რომელიც თბილისიდან შემოუერთდება მძღოლებს. შეგახსენებთ, რომ მეტრო +-ის ავტობუსები სადგურზე რამდენიმე დღის წინ შემოვიდნენ, რასაც ადგილობრივი მძღოლების პროტესტი მოჰყვა.

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე, სადაც 11 ნოემბერს ტრადიციული სამგლოვიარო პროცედურა...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...