ხმაური იყო დღესაც ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ. სიტუაცია სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ წარმომადგენლებისა და კომპანიის კუთვნილი ავტობუსის გამოჩენას მოჰყვა, რომელმაც დღეს პირველი რეისი შეასრულა დედაქალაქის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების დახმარებით „მეტრო პლიუსის“ კუთვნილი ავტობუსი მოწინააღმდეგე მძღოლების პროტესტის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მაინც გავიდა. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე მძღოლების აქციაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც გამოჩნდა. რა მიზეზით იმყოფებოდა ნუკრი ესართია აღნიშნულ ტერიტორიაზე ამაზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, მან ავტოსადგურის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კვლავ აპროტესტებენ ახალი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას ზუგდიდში. მათი განცხადებით, მეტრო პლიუსი თურქული კომპანიაა და მათი თქმით, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან აღნიშნული კომპანიის შემოსვლით. მძღოლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით გაფიცვას გააგრძელებენ.რაც შეეხება მეტრო პლიუსს, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ავტოსადგურთან გაფორმებულია და ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ. დავით დიდიშვილის განცხადებით, მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი მათ მიერ გაგმზავრების მსურველთათვის შეთავაზებული კომფორტი და უსაფრთხოებაა.მეტრო პლიუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდიდან დედაქალაქის მიმართულებით, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიიდან ყოველდღიურად 3-4 ავტობუსი ივლის. გაგრძელდება თუ არა მოწინააღმდეგე მძღოლების აქციები სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
„მეტრო პლიუსის“ ავტობუსმა პირველი რეისი აქციის ფონზე შეასრულა
სიახლეები
სიახლეები
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...
სიახლეები
პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან
უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...
მსოფლიო
გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება:
„გილოცავთ...
კონფლიქტები
პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა
ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...