მთავარისიახლეებისაზოგადოებამძღოლების პროტესტის მიუხედავად „მეტრო პლიუსმა“ დედაქალაქის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა (VIDEO)

მძღოლების პროტესტის მიუხედავად „მეტრო პლიუსმა“ დედაქალაქის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა (VIDEO)

Published on

ხმაური იყო დღესაც ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ. სიტუაცია სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ წარმომადგენლებისა და კომპანიის კუთვნილი ავტობუსის გამოჩენას მოჰყვა, რომელმაც დღეს პირველი რეისი შეასრულა დედაქალაქის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების დახმარებით „მეტრო პლიუსის“ კუთვნილი ავტობუსი მოწინააღმდეგე მძღოლების პროტესტის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მაინც გავიდა. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე მძღოლების აქციაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც გამოჩნდა. რა მიზეზით იმყოფებოდა ნუკრი ესართია აღნიშნულ ტერიტორიაზე ამაზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, ავტოსადგურის ტერიტორია მან უკომენტაროდ დატოვა. კომენტარი არც მერიაში გაკეთებულა იმ მოტივით, რომ არ ერევიან კერძო სუბიექტების დავაში. დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კვლავ აპროტესტებენ ახალი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას ზუგდიდში. მათი განცხადებით, მეტრო პლიუსი თურქული კომპანიაა და მათი თქმით, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან აღნიშნული კომპანიის შემოსვლით. მძღოლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით გაფიცვას გააგრძელებენ. რაც შეეხება მეტრო პლიუსს, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ავტოსადგურთან გაფორმებულია და ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ. დავით დიდიშვილის განცხადებით, მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი მათ მიერ გაგმზავრების მსურველთათვის შეთავაზებული კომფორტი და უსაფრთხოებაა. მოგვიანებით გაფიცული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა ცენტრალური საგზაო მაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეთეს, თუმცა სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ გზა გაიხსნა. ცოტა ხნის შემდეგ მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციის შენობის წინ დაიწყეს შეკრება გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრის მოთხოვნით. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი არა,მაგრამ აქციის მონაწილეებს ქალაქ ზუგდიდის მერი შეხვდა. ირაკლი გოგოხიამ მძღოლებს განუცხადა, რომ კერძო სუბიექტების დავაში მერია ვერ ჩაერევა. სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ წინააღმდეგ დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები აქციას უკვე მერამდენედ მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს მანამ მიმართავენ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...