მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში დამატებითი დათვალიერების დროს ...

ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში დამატებითი დათვალიერების დროს იარაღს მიაკვლიეს

Published on

ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში   11 საათიანი   მორიგი დათვალიერების შემდეგ  იარაღი იპოვნეს.  პოლიციის სამმართველოს გამომძიებლებთან ერთად საპროცესო მოქმედებას კუჭავას ქვრივტან ერთად   ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძეც  მონაწილეობდა. 

მისი  განცხადებით,  ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ. მათ ეჭვი აქვთ, რომ უარაღი ჩადებულია: „ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის,“ – განაცხადა  ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ. 

ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმე სულ უფრო იხლართება. ოფიციალური ვერსიით არსებობს მრავალი სამხილი, რომელიც მკვლელობაში ბიძინა კუჭავას ადანაშაულებს და იძლევა  საფუძველს თავად მისი გარდაცვალების, როგორც  თვითმკვლელობის კვალიფიკაციისათვის. ოჯახის ადვოკატი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და  ბიძინა კუჭავას მკვლელობაში დავით პოპოვს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრასა და დაკავებას მოითხოვს.  მისი განცხადებით ეს არის ადამიანი, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას მკვლელობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. თავად პოპოვი ირწმუნება, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და გარდა იმისა, რაც უკვე განუცხადა საგამოძიებო ორგანოებსა და მედიას, არაფერი იცის. დაკითხვისას  ვახტანგ ქირიას სამეზე გუშინ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარმა პროკუროირმა ირაკლი შოთაძემ. იგი არ ცშეხებია საქმის დეტალებს და შემოიფარგლა განცხადებიტ, რომ გამოზიება ცატარდება ობიექტურად და გამჭვირვალედ და საქმის მასალებტან წვდომა ექნებათ როგორც ქირიას, ისე კუჭავას ოჯახის წევრებსაც. 

 

 

 

 

სიახლეები

Bloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Bloomberg-ის მიხედვით, 12 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ აშშ-სთან...

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...