ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ავტომაგისტრალის მშენებლობას ჩრდილოეთ კავკასიასა და შავ ზღვას შორის აფხაზეთის გავლით

0
454

ვლადიმირ პუტინმა  მხარი დაუჭირა  ავტომაგისტრალის მშენებლობას ჩრდილოეთ კავკასიასა და შავ ზღვას შორის . მან  აღნიშნა, რომ გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის რამდენიმე რეგიონს დააკავშირებს, არამედ, აფხაზეთთან კავშირსაც უზრუნველყოფს, ძალზე პერსპექტიულია. 

 აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია აცხადებს,  რომ ამ გზას   ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დაინტერესებული მხარითვის – ჩინელებისტვის, რომლნიც აბრეშუმის გზის სრული ძალიათ ამოქმედებას ესწრაფვიან, რუსეთისთვის, რომელსაც სჭირდება რეგიონებს შორის და რეგიონებთან დამაკავშირებული ახალი გზა და რა თქმა უნდა აფხაზეთისთვის, რომელსაც იგი სასიცოცხლოდ სჭირდება ფეხზე დადგომისთვის.

  ,,ახალი სატრანსპორტო პროექტი  გარანტირებულად ჩამოგვაშორებს საქართველოს, მოგვცემს შესაძლელობას  გამოვიმუშაოთ დიდი ფული და შევქმნათ ბევრი საშუამავლო ფირმა, რომელიც გადაწყვეტს მოსახლეობის დასაქმების პრობლემას.  გარდა ამისა, ამით  აფხაზეთის, კრასნაია პოლიანას და დომბაის ტურისტული რკალი შეიკვრება და ეს ზონა ხუთვარსკვლავიანი ხდება.  ეს იქნება ტურისტული რკალი, რომელიც შეკრავს ოლიმპიურ სოფელს თავისი დიდებული ინფრასტრუქტურით, ფორმულა – 1 – ის  ზონას, სამთო-სათხილამურო კურორტ დომბაის და ეკოლოგიურ აფხაზეთს თავისი  საზღვაო და სამთო ეკოტურიზმით. ჩვენ სწორედ ეკოტურიზმის მიმართულებით უნდა ვიაროთ, რაც ძალიან მომგებიანად გამოგვარჩევს  ურბანიზებული სოჭის ფონზე, ეს არის ის, რაც მოგვაზიდვინებს საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტების დიდ რაოდენობას.  გარდა ეკონომიკური მოგებისა,   ეს მოგვცემს გასასვლელს ადიღებზე, აბაზგებზე, რომელნიც აქვე არიან, ქედს გაღმა. აბაზგების რაოდენობა დღეს 35 ათასამდეა და ყველა მათგანი ბუნებითად  აფხაზეთის მოქალაქეა , რამდენადაც ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ახლა ჩვენ ათი საათი მაინც გვჭირდება, რომ მათ სოფლებში ჩავაღწიოთ, ხოლო პროექტის რეალიზაციის შემდეგ ამისათვის მხოლოდ ორი-სამი საათი იქნება საჭირო.  ჩვენი ეთნოსისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.    

ხშირად გაიგონებთ, რომ აფხაზეთი დღეს ჩიხია, დეპო. ეს ასე არ არის ! ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება: ფსოუ – რუსეთისაკენ, და ენგური, რომლითაც ჩვენდამი მტრულ საქართველოს ვესაზღვრებით.    ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს  წაყრუება იმისადმი, რომ   ჩვენი ვეტერანები სამკურნალოდ საქართველოში მიემგზავრებიან, ხოლო ქვეყნის ბაზრებზე საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი  საქართველოდანაა შემოტანილი.  ამ პროცესებს ვერ შევაჩერებთ, სანამ არაკონკურენტუნარიანები ვიქნებით.      

 გამოითქმის შიში, რომ ამ გზით შეიძლება დაიწყოს ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამის შემოდინება აფხაზეთში. ეს არის მთავარი არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ  ადამიანებს, რომელთაც აქვთ საფრთხის განცდა ჩეჩნეთისა და დაღესტნისთვის პირდაპირი წვდომასთან   დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ, ჯერ ერთი, ჩეჩნეთი უკვე სხვაგვარი ქვეყანაა, ადრინდელისგან  სრულიად განსხვავებული წესრიგით , მეორეც, რადიკალიზმს საზღვარი არა აქვს, მას სადმე შესაღწევად გზები არ სჭირდება. – აცხადებს ვიტალი გაბნია

.

 

 

 

წინა სტატიაპედრო აგრამუნტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ცხარე დებატების საგნად რჩება
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაცია “ART-UNIVERSAL”-ის ორგანიზებით 2 თებერვალს ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური