მთავარისიახლეებიკონფლიქტებიღორის გრიპით გარდაიცვალების შემთხვევა სოხუმში?

ღორის გრიპით გარდაიცვალების შემთხვევა სოხუმში?

Published on

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მცხოვრები  მამაკაცი ღორის გრიპით გარდაიცვალა, ოფიციალურად არ დასტურდება – განაცხადა  სააგენტო ,,აბხაზია–ინფორმთან''  საუბარში სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ვიაჩესლავ აბუხბამ 
როგორც საააგენტო იუწყება, 18 იანვარს საავადმყოფოში მოათავსეს  კრიტიკულ  მდგომარეობაში მყოფი სამოცდაორი წლის სოხუმელი პაციენტი, რეომელსაც გართულებული გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა.   როგორც გაირკვა პაციენტმა საავადმყოფოს მიმართა სამდღიანი  თვითმკურნალობის შემდეგ, მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე, ხველება და სისხლნარევი ამონახველი . საავადმყოფოში შემოსვლიდან ოთხი საათის შემდეგ პაციენტი გაწერეს ოჯახის წევრების თხოვნით , რომელთაც იგი სამკურნალოდ რუსეთში, დაგომისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა იქაც ვერ მოხერხდა.
აბუხბას თქმით, მისი საავადმყოფოს ექიმებს  მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ პახიენტის გარდაცვალების მიზეზი ღორის გრიპია. ,,ჩვენ დავუკავშირდით დაგომისის საავადმყოფოს ექიმებს, მაგრამ  მათგან ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მიგვიღია. სხვა შემთზვევები რესპუბლიკაში არ დაფიქსიორებულა, აცხადებს აბუხბა.
ოდიში ნიუსი დასძენს, რომ ზუგდიდის საავადმყოფოში დაფიქსირებულია  ღორის გრიპით დაავადების სამი შემთხვევა, რომელთაგან ორი ლეტალურად დამთვარდა. სამივე პაციენტი გალიდან იქნა გადმოყვანილი.  

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...