უკრაინული გამოცემა rbc.ua აქვეყნებს ჟურნალისტ ანდრეი გალიცკის სტატიას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შესახებ. სტატიაში მოყვანილია ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის მიღწევების ქრონოლოგია , სათაურით ,,რა შეიძლება ისწავლონ რუსებმა მისგან?: სააკაშვილის რეალური საქმეები"
1. დაანგრია კოლომოისკის მონოპოლიური სისტემა ,,უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ , ახლა ბილეთი არა 220, არამედ 80 დოლარი ღირს
2. პატიოსანი კონკურსის საფუძველზე შეარჩია ახალი ხელმძღვანელები რაიონებში
3. მოიყვანა თავისი გუნდი, კერძოდ ოდესაში მის მიერ დანიშნული ლორთქიფანიძე ქრთამის აღების ფაქტებზე იჭერს მაღალჩინოსან სალახანებს
4. ილიჩევსკის პორტის უფროსის თანამდებობიდან დაითხოვა კოლომოისკის კაცი, რომელმაც ჩალის ფასად მისცა უცხიეთის კომოპანიებს უკრაინის ნავმისადგომები და იბრძვის კანონსაწინააღმდეგო გარიგებების საფუძველზე დადებული კონტრაქტების გაბათილებისათვის
5. ებრძვის იაცენიუკს ელექტრონული საბაჟოს დანერგვის მიზნით. იაცენიუკი ეწინააღმდეგება და სხვა ქალაქებში შეგნებულად წევს დაბლა განბაჟების ფასებს, რათა ოდესაში განბაჟება არავინ ისურვოს.
6. დაანგრია უკანონო ზღუდეები სანაპიროს გასწვრივ სპეციალური დადგენილების საფუძველზე და არა ისე, როგორც ლიაშკომ, რომელმაც მესაკუთრეებს სასამართლოში გასაჩივრების უფლებაც კი არ დაუტოვა
7. გეგმავს გზის გაჭრას ევროპისაკენ, ოდესა – რენის შორის… ველოდებით მხოლოდ, როდის შემოვა საბაჟოდან საკმარისი თანხები
8. გეგმაშია საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა ილიჩევსკში… საქონელი ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით შემოვა… ამ გზის დაფარვას 9 დღე ეყოფა, ნაცვლად ახლანდელი 3-4 კვირისა
9. ოდესაში შემოყვანილია 3 საერთაშორისო ავიაკომპანია, მოწვეულნი არიან სხვებიც… ოდესა თავისუფალ პორტად არის გამოცხადებული… იგი ღიაა ყველასათვის…
10. ოდესაში საქართველოს მაგალითისამებრ შექმნილია ,,გამჭვირვალე ოფისი“ ცნობა – თხუთმეტ წუთში … გაიხსნა ოქტომბერში…
11. 50 პროცენტით შეამცირა შტატები ოდესის საოლქო ადმინისტრაციასი, სამსახურიდან დაითხოვა სამასამდე უსაქმური
12. ცეცხლი შეუნთო აეროპორტის ახალი ევროპული თერმინალის ინვესტორებს, 2016 წლის დასაწყისში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული უნდა იქნეს.
13. სექტემბერში გახსნა ანტიკორუფციული ოფისი, იწვევს მოხალისეებსა და სპეციალისტებს
14. ქმნის ,,საგანგებო’’ მფრინავ ჯგუფს კორუფციასთან ბრძოლისთვის ოდესის ოლქში
15.სამუშაოდან დათხოვნილია გარდაქმნებთან აგრესიულად დაპირისპირებული მაღალჩინოსნები – პროკურორი ნასტიაკი) სახელმწიფო ავიასამსახურის უფროსი), კუჩუკი ( ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, ქურდი – მილიონერი), ასეთივე ზღვარზეა ოდფესის ოლქის პროკურორის მოადგიე გორნოსტაევა ( შოკინის ცოლის ქალიშვილი) …
16. საბაჟოს გარშემო ატეხილი სკანდალის შედეგად სააკაშვილი და იაცენიუკი თანხმდებიან ნგაათანაბრონ საბაჟო ტარიფები მთელ ქვეყანაში ( ადრე სხვაობა ტარიფებს შორის 4,5 – ჯერ მეტი იყო, უთანაბრო ბაჟის წყალობით შემოსული ნამეტი თანხები მავანთა ჯიბეებში მიდიოდა)
17. 2015 წლის ნოემბერში დაგეგმილია ახალი საბაჟო ტერმინალის გახსნა, ტერმინალი აღჭურვილია ელექტრონული ტექნიკით ტვირთების დათვალიერებისა და გატარების დაჩქარების მიზნით … აქ ამ ფუნქციას კარგავენ პოლიციელები და აღარ არის საჭირო კონტაქტი მებაჟეებთან… ელექტრონული დეკლარაცია და მისი ჯანი… საბაჟოზე ტვირთების შემოწმებასა და გატარებას საშუალოდ 15 წუთიღა სჭირდება
18. მისი მხოლოდ ერთი მიმართვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ღამის კლუბებს უარი ეთქვათ კოლაბორაციონისტი არტისტების კონცერტების მასპინძლობაზე, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა რუსი არტისტებისთვის, რომელთაც მხარი დაუჭირეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში
19. ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მიიღო მორალური და მატერიალური მხარდაჭერა რეფორმების გატარებისათვის
20. მისი მოთხოვნით დაიხურა პროკურატურის მიერ უკანონოდ და კორუფციული ინტერესების კარნახით აღძრული საქმეები უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ ოდესაში
21. მესაკუთრეთა წინააღმდეგობის გამო ახალი ტერმინალის ამოქმედების ჩაშლის შემთხვევაში სააკაშვილის განცხადებით ინვესტორების დახმარებით აიგება ახალი აეროპორტი ქალაქიდან 50 კილომეტრში – თურქული კომპანია ჰოლდინგი TAV გამოტქვამს დაინტერესებას ასეთი ჰაბის მართვის მიმართ. კოპმპანიას უკვე აქვს სააკაშვილთან თანამშრომლობის გამოცდილება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის საკითხში.
22. ტრანსპორტის სფეროში გუბერნატორმა ხელიდან გამოგლიჯა ,,გაიშნიკებს“ ტავიანთი ხელკეტები და აკრძალა ,,რადარებით გამოჭერის’’ პრაქტიკა
23. მიხეილ სააკაშვილის ,,ჩაწოდებით“ დაიწყო უკრაინის პოლიციის რეფორმირება და განახლება
24. დაანონსებულია ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნა, საბჭოში ინვესტორებისათვის და ინვესტორებთან მუშაობის გამარტივებისათვის გაერთიანდებიან სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები
25. სააკაშვილმა ინვესტორებს აძლევს ბიუროკრატიისა და მოწინააღმდეგეებისაგან დაცვის გარანტიებს (შეხვედრაზე ინვესტორებთან აშშ – დან და თურქეთიდან)
სერგეი გალეცკი
http://www.rbc.ua/