მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

Published on

საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ ფრაქციას ქმნის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერქმევა და ის უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე ფრაქცია იქნება. ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ხვალ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ფრაქციაში გაერთიანდებიან: აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე. ახალ ფრაქციას კი გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავენ, რომ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზი მატერიალური რესურსისა და დროის გამოყენებაა, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს გააჩნიათ.

სიახლეები

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...