მთავარისიახლეებისაზოგადოებაემუქრება თუ არა ქვეყანას ე.წ ღორის გრიპის ეპიდემია

ემუქრება თუ არა ქვეყანას ე.წ ღორის გრიპის ეპიდემია

Published on

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჯანდაცვის მინისტრის თათბირს უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დავით სერგეენკო შეხვედრაზე ინიციატივით გამოვიდა და სამსახურის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ ღორის გრიპის მხრივ, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია. მისი თქმით, ყველაზე რთული პერიოდი 2010-2011 წლის სეზონი იყო. გამყრელიძის განმარტებით, დღეს 100 000 მოსახლიდან 240 ადამიანს აქვს ეს ვირუსი, ეპიდემიის ზღვარი კი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, როცა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 500 ადამიანს გადააჭარბებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის სეზონი დეკემბრის მეორე ნახევრიდან იკრებს და პიკს თებერვალში აღწევს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ სეზონზე ძირითადად გავრცელებულია A ტიპის H1N1 ვირუსის ქვეტიპი, რომლის ძირითადი სამიზნეა ახალგაზრდა მოსახლეობა, კერძოდ, ქალბატონები – ორსულები. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ხშირად გაანიავონ სამუშაო და საცხოვრებელი ოთახები, დაიცვან სანიტარული ნორმები. გამყრელიძის თქმით, H1N1 ვირუსს ახასიათებს თავის, ყელის და სახსრების ტკივილი, ხველა და ა.შ. ბავშვებში თან ერთვის გულის რევის შეგრძნება ან ღებინება.

სიახლეები

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...