მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, 30 წლის მამაკაცმა ცოლთან შელაპარაკების ნიადაგზე თავი მოიკლა

ზუგდიდში, 30 წლის მამაკაცმა ცოლთან შელაპარაკების ნიადაგზე თავი მოიკლა

Published on

მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. ოფიციალური ვერსიით, ცოლთან შელაპარაკების შემდეგ 29 წლის ნიკა კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, კვარაცხელია მოკლულია. გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელიას დედის, ნანული ქობალიაა განცხადებით, მისი შვილი მოკლულია და ამას ცხედარზე აღმოჩენილი ძალადობის ნიშნებიც ადასტურებს. ნანული ქობალიას ინფორმაციით, მისი შვილი ნაწამებია. გარადაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი რძალმა ელისო ქირიამ მოკლა და მიიმალა. გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ელისო ქირია პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გარდაცვლილის და აცხადებს, რომ სამი წლის წინ ქირიამ ბასრი საგნით მისთვის დაზიანების მიყენება სცადა. ნესტან კვარაცხელიას თქმით, მან სასამართლოში იჩივლა და ბოლო პერიოდი რძალთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თქმით, გარდაცვლილმა ცოლის მიერ სოციალურ ქსელში უცხო მამაკაცთან მიმოწერის შესახებ შეიტყო, ურთიერთშელაპარაკების დროს კი ცოლმა მეუღლეს დაზიანებები მიაყენა, ბოლოს კი ცივი იარაღით გულ მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. კვარაცხელიას ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ზურგსა და იღლიაში, ასევე კისრის მიდამოში ნაკბენი აღენიშნება. 29 წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეზობელმა იპოვა. როგორც ის აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე არ უნახავს.

ზუგდიდში მომომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა მუცლის არეში.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...