მთავარისიახლეებისამართალიპროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა - ახალი დეტალები მკვლელობის საქმეში

პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა – ახალი დეტალები მკვლელობის საქმეში

Published on

ახალი დეტალებია მოკლული პროკურორის საქმეში. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა წუხელ თავი მოიკლა. "მოამბის" ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სამართალდამცავები მის კვალზე გავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია ნათესავმა, 50 წლის მამაკაცმა მოკლა. ამ დრომდე უცნობია მკვლელობის სავარაუდო მოტივი, თუმცა ჟურნალისტებისთვის ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ ბინა, სადაც გარდაცვლილი პროკურორის გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის მიერ მკვლელობისთვის იყო დაქირავებული. ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვცელებია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ცხედარს დღეს პროზექტურიდან ზუგდიდში გადაასვენებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ. ორი დღის წინ სამართალდამცავებმა ქალაქ რუსთავში მისი პირადი მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილი პროკურორის ავტომობილის ადგილსამყოფელი.
პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორს ოთხი დღის წინ უცნობმა პირებმა დაურეკეს, რომლის შემდეგ ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...