პროკურორის სასტიკი მკვლელობის დეტალები – შსს -ის განცხადება

0
388
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მკვლელობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
,,2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავობაში ოჯახის წევრებითვის უცნობი იყო. გამორთული იყო მისი კუთვნილი ტელეფონი, არ ჩანდა მისი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც. გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი, დადგენილი იქნა ქირიას ავტომანქანის ბოლო მოძრაობის გრაფიკი, რომელიც მოძრაობდა თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის მიმდებარედ. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭირილობები. ხოლო თავი არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩენოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, კერძოდ – სისხლის კვალის მოსასპობად, აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად დამაგრებული ე.წ. ტანი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრებისათვის საწყისი ეტაპის მახასიათებლი კვალი, აქვე იყო ე.წ. ბალგარკა, რომელსაც ემჩნეოდა ადამიანის სისხლის კვალი და იქვე იყო დიდი საგნის გადასატანად მოცულობით დიდი ჩანთა. ზემოხსენეულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა ეჭვი, რომ გამოძიება ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენისთვის.
მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა შეტყობინა, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით, რამდენიმე წუთში ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრინიმალური პოლიციის ეკიპაჟებმა, პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე სხვა ნივთები.
გამოძიებით დგინდება, რომ კუჭავას და ქირიას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის სამასხურეობრივ მდგომარეობასთან. ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წინა სტატიაშსს: “ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა”
შემდეგი სტატიააშშ ელჩი საქართველოში იან კელი: “მნიშვნელოვანია, მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით”.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური