მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მეოთხე დღეა დაკარგულია

ზუგდიდის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მეოთხე დღეა დაკარგულია

Published on

ზუგდიდის საოლქო პროკურორს მეოთხე დღეა ვერ პოულობენ. არსებული ინფორმაციით, პაატა ქირია სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ორი დღის წინ პროკურორის მობილური ტელეფონი რუსთავში იპოვეს, თავად პროკურორს კი ვერსად ვერ პოულობენ. ამ დრომდე ნაპოვნი არ არის დაკარგულის პირადი ავტომობილი. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეში უწყება აქტიურადაა ჩართული და მიმდინარეობს მოკვლევა დაკარგული პროკურორის ადგილსამყოფელის დასადგენად.  
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიშვილმა გააკეთა. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან არ გასულა კონტაქტზე. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით,“ – განაცხადა ნათია სუხიშვილმა.  
ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს დაკარგული პროკურორის ოჯახი და არც გაუჩინარების შესაძლო ვერსიებზე საუბრობს. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მისი დაკარგვა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ კი, ქირიას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ამასთან, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...