მთავარისიახლეებისამართალიფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

Published on

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ფოთში. არსებული ინფორმაციით ცეცხლი გაუხსნეს ფოთის პროკურორის მანქანას. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა აკაკის ქუჩაზე მოხდა. "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანას იარაღი მარცხენა მხარეს ესროლეს. არსებული ინფორმაციით ავტომანქანის საჭესთან თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე იჯდა. შემთხვევის შედეგად პროკურორი არ დაშავებულა, თუმცა მომხდარზე ამ დრომდე მას კომენტარი არ გაუკეთებია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. უცნობია თუ რა მოტივით ესროლეს ქალაქის პროკურორს. დანაშაულში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...